უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 199-მა დეპუტატმა მიიღო - გაწევრიანებას მხარი 96%-მა ანუ 182-მა წევრმა დაუჭირა.
იმისთვის, რომ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს, საჭიროა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან კანონზე მხარდაჭერა.
ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი უკვე დაუჭირა თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, გახდება თუ არა ფინეთი NATO-ს წევრი ეს უკვე თურქეთის პარლამენტზეა დამოკიდებული, ვინაიდან რატიფიცირება სწორედ მათ უნდა მოახდინონ.
შეგახსენებთ, NATO-ში გაწევრიანების კანონს ფინეთის პრეზიდენტმა ხელი 23 მარტს მოაწერა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press